суббота, 5 сентября 2015 г.

სასკოლო პროექტი



             პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება ,,კომპიუტერი და რეალობა’’.
მიზანი: მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის წარმოშობის, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ; მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა როლი ენიჭება ჩვენს  რეალობაში კომპიუტერს. სკოლაში ჩაატარებენ კვლევას   იმის გასარკვევად თუ რა მიზნით იყენებენ კომპიუტერს და ინტერნეტს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და როგორ აქვთ მათ განვითარებული ისტ-ის გამოყენების უნარები.
საგანთა ჯგუფი: მათემატიკა, სამოქალაქო განათლება.
სასწავლო მიზანი: კრიტიკული აზროვნების,  კვლევის, ცოდნის ტრანსფერის, ისტ-ის გამოყენების, თანამშრომლობითი, სიციალური  კომპეტენციების განვითარება.
პროექტში მონაწილენი: X კლასი
                 მათემატიკის მასწავლებელი -მარინა გაბისონია (პროექტის ხელმძღვანელი).
                 სამოქალაქო განათლების მასწავლებელიმ -აკაკი კოკაია.
დასაქყისი: 20 მაისი.
დასასრული: 6 ივნისი.
პროექტის აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის წარმოშობის, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ; მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერენ საპრეზენტაციო ტექსტს, სადაც მიმოიხილავენ კომპიუტერის წარმოშობის ისტორიას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, გამოხატავენ თავიანთ აზრს კომპიუტერის მნიშვნელობის შესახებ. სკოლაში ჩაატარებენ კვლევას ანკეტირების მეთოდით. გაკვეთილზე, რომელსაც დისკუსიის ფორმა აქვს, შეიმუშავებენ კითხვებს და შეადგენენ ანკეტს. ანკეტის ტექსტს აკრეფენ ,,Word’’-ში. სკოლის დირექციის დახმარებით დაბეჭდავენ ანკეტებს და ჩაატარებენ გამოკითხვასანკეტირების მეთოდით. შემდეგი ეტაპია კვლევის ანალიზი: მოსწავლეები ისტ-ის მეშვეობით დაითვლიან კვლევის რაოდენობრივ მონაცემებს, ააგებენ დიაგრამებს,  გაანალიზებენ შედეგებს და გააკეთებენ დასკვნას.  კვლევის ანგარიშსაც წარმოადგენენ ,,Pover Point’’-ში. პროექტის დასკვნითი ეტაპია პრეზენტაცია და შეფასება.
მოსალოდნელი შედეგები:
  • მათ. X.4. იყენებს მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა  ხერხს.

  •   მათ. X.5. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.


  •  მათ. X.13. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო                                                         თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.

  •  მათ. X.14. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ
                           მონაცემებს დასმული ამოცანიამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, პროექტორი, სუფთა ფურცლები.